საკვების უმეტესობა ვადის გასვლის შემდეგ მართლაც აღარ ვარგა და გადასაგდებია, მაგრამ არსებობს საკვები რომელთა ჭამაც შეიძლება ვადის გასვლის შემდეგაც. მთავარია რომ მათი შენახვა მთელი პერიოდის განმავლობაში მაცივარში მოხდეს. 

  • იოგურტი - სუფთა იოგურტი ვადის გასვლის შემდეგ 2 კვირამდე კიდევ ინახება. ოღონდ არ უნდა იყოს ხილით ან დესერტით, ან კვერცხის შემცველი.  ჩვეულებრივი, სტანდარტული იოგურტი უფრო მეტ ხანს ძლებს ვიდრე დანარჩენები.
  • შოკოლადი - ვადის გასვლის შემდეგ თითქმის ორი წელი ინახება. თავის გემოს კარგავს რა თქმა უნდა, მაგრამ  მაინც ადვილად არ ფუჭდება. ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება შეგიძლიათ  როგორც საცხობი ინგრედიენტის.
  • მაკარონი - თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ  ინახება დიდ ხანს და არ ფუჭდება თუ მშრალ ადგილში ინახავთ. ვადის გასვლიდან მისი გამოყენება თითქმის ერთი წელი შეიძლება.