Displaying items by tag: სიყვარული

„არასოდეს არ იმართლო თავი. შენს მეგობრებს ეს არ სჭირდებათ, მტრები კი მაინც არ დაგიჯერებენ ... „

უთხარი რა გინდა
შენი მამაკაცი ვერ მიხვდება რას ელოდები მისგან სხვადასხვა სიტუაციაში. ისევე როგორც ყოველთვის ვერ გაიგებს რა გეწყინა და რაზე გაბრაზდი.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქორწინების მიმართ(ორივეს)?
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს კითხვა მათთვის, ვინც ერთად ცხოვრება უკვე გადაწყვიტა. მაგრამ მსგავსია თქვენი მოტივები? პარტნიორებისთვის შეიძლება თანაცხოვრება აღნიშნავდეს სრულიად სხვადასხვა რამეს. ზოგისთვის ეს  ქორწილის წინა ეტაპია, ზოგისთვის კი ურთიერთობის საფეხურია. დაფიქრდით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება , თუ ქორწინების პერსპექტივა არ გაშინებთ ორივეს ეს მშვენიერია. მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ იმიტომ, რომ გადაარჩინოთ გაუფერულებული გრძნობა, დაფიქრდით კიდევ ერთხელ.

ითვლება, რომ მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი ყურებით, თუმცა ძლიერი სქესის წარმომადგენლები ძალიან მგრძნობიარეები არიან კომპლიმენტების და ასევე უხეში კომენტარების მიმართ. მოდით გავარკვიოთ რა ფრაზები არ უნდა უთხრათ საყვარელ მამაკაცს.

10 კარგი რჩევა მათთვის, ვინც ოცნებობს ბედნიერების პოვნაზე ინტერნეტის საშუალებით.

1. ნაკლები იფიქრეთ
თქვენ გამოცდაზე არ ხართ. დაიწყეთ მიმოწერა ადამიანთან რომელიც მოგწონთ ან უპასუხეთ მის გზავნილს ისე, რომ არ იფიქროთ „სწორ“ პასუხებზე, ნუ დაიწყებთ აქტუალური თემის ძებნას საუბრისთვის, იყავით ის ვინც ხართ. საუბრის დაწყება შეიძლება ნებისმიერ თემაზე, გარშემომყოფებზე, საკუთარ თავზე , მის რომელიმე სურათზე. საუბრის თემა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის როგორც ემოციები, რომელსაც უზიარებთ ერთმანეთს. გახსოვდეთ: ფლირტი არ გავალდებულებთ არაფერს, ის მხოლოდ თქვენს ინტერესს და ახალი ურთიერთობისთვის მზაობას გამოხატავს.

2. ნუ გაწელავთ საუბარს
ისაუბრეთ მოკლეთ და მარტივად, ტექსტში შეიძლება იყოს ემოციები, მაგრამ სიტყვებითაც უნდა გამოხატავდეთ ემოციებს, ბუნებრივია დადებითს, იყავით თბილი და ბუნებრივი.

3. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში
ისაუბრეთ იმაზე რაც გიყვართ და რაშიც ერკვევით. თუ ეს თქვენს მოსაუბრეს არ აინტერესებს მოუყევით რამე ემოციური(დადებითი) მომენტი თქვენი ცხოვრებიდან. თუ ისევ არ დაინტერესდა დაუსვით კითხვები, ასე შეძლებთ მის უკეთ გაცნობას და გაგებას თუ რა აინტერესებს მას.

4. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სექსუალობაზე
თავიდან შეიძლება ეს ძალიან უხეშად გამოვიდეს, რაც ყველანაირ რომანტიულ განწყობას გაანადგურებს. მსუბუქად შეიძლება შეეხოთ ამ თემას მაგრამ ნუ ჩაუღრმავდებით. ნუ დაიწყებთ საუბარს დეტალებზე. იყავით გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებული ეს მიმზიდველობის ფორმულაა.

5. არ იჩქაროთ
დასაწყისში თავი შეიკავეთ პირადული კითხვებისგან. ნუ მოუყვებით თქვენს მძიმე ბავშვობაზე როცა ეს-ესაა იწყებთ ურთიერთობას. სულისშემძვრელი ამბები ანადგურებს იმ სიმსუბუქეს და სილამაზეს რაც არის ურთიერთობის დასაწყისში. შეგიძლიათ ისაუბროთ ძაღლზე, კატაზე, საყვარელ წიგნზე, ღვინოზე, ქალაქზე... იყავით საინტერესო და მხიარული, გაუკეთეთ კომპლიმენტები და წაიყვანეთ დიალოგი, ყურადღებით წაიკითხეთ მისი პასუხები.

6. იყავით გულუხვი შექებაში
კომპლიმენტები ღია ფლირტის სიგნალია, მთავარია გულწრფელი იყოთ. ადამიანებს უყვართ შექება, უცნობი ადამიანებისგანაც კი. „რა ლამაზი ღიმილი გაქვთ“, „ვაუ, აი ესაა ავტომობილი“ , „რა საყვარელი ძაღლი გყავთ“... დამტკიცებულია რომ ასეთ კომპლიმენტებს თანამოსაუბრის ღიმილი და დადებითი განწყობა მოყვება.

7. დაემშვიდობეთ თუ არ გაინტერესებთ
დააკვირდით იმას ორმხრივია თუ არა თქვენი ინტერესი. დასაწყისი უნდა იყოს მსუბუქი და საინტერესო. თუ არ მოგწონთ უკან დაიხიეთ. თუ გრძნობთ სიხარულს და გინდათ ამ ადამიანთან ლაპარაკი, ელაპარაკეთ მას. თუ შეამჩნევთ რომ დროს ტყუილად კარგავთ, შეწყვიტეთ მიმოწერა.

8. არ გადააჭარბოთ ხუმრობაში
ნუ ეცდებით გონებამახვილურად იხუმროთ ხშირად. ფლირტი საინტერესო, სასიამოვნო, აღმგზნები რამ არის და არა სასაცილო. ფსიქოლოგების აზრით უმიზეზო სიცილი ნერვულ-სტრესული მდგომარეობაა. დაფიქრდით რა გიბიძგებთ ხუმრობისკენ? მართლა გინდათ ურთიერთობა ამ კუთხით წაიყვანოთ?

9. გჯეროდეთ წარმატების

გადადეთ ტელეფონი, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააცნობიერეთ: ის ბედნიერი ადამიანია რადგან თქვენ ეურთიერთებით. სერიოზულად. დაიმახსოვრეთ ეს და ყოველი ფლირტის წინ გაიმეორეთ რამდენჯერმე.

10. ნუ დაგეგმავთ ქორწილს

ნუ დაიწყებთ სერიოზულ ურთიერთობაზე ოცნებას, როცა ადამიანს კერ კიდევ არ იცნობთ კარგად, ნუ გაართულებთ სიტუაციას, თორემ თავს დაძაბულად იგრძნობთ. თუ ის დაინტერესებული არ არის გულს ნუ იტკენთ, გარშემო უამრავი ადამიანია. ფლირტის დროს თქვენ ხსნით საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობებისთვის და ურთიერთობისთვის, და რას მოიტანს ეს ურთიერთობა დრო გაჩვენებთ...

წარმატებებს გისურვებთ...

1. იყავით გულახდილი
მამაკაცებს ნამიოკები არ ესმით. ეურთიერთეთ პარტნიორს, გაუზიარეთ შთაბეჭდილებები და ემოციები. განსაკუთრებით იმის შესახებ თუ რა მოგწონთ და გსიამოვნებთ. თუ რამე არ მოგწონთ უთხარით. არ მოითმინოთ იმის იმედით რომ თავად მიხვდება.

როგორ უნდა მიხვდეთ თუ მამაკაცი თქვენს მიტოვებას აპირებს?
თქვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, ზოგჯერ გეჩვენებათ რომ თქვენს წინაშე ახლობლი ადამიანის ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანია. ეს შეიძლება იმის ნიშანია რომ მალე ის გაქრება თქვენი ცხოვრებიდან და შეიძლება უსიტყვოდაც, თუ არ იცის როგორ გელაპარაკოთ იმაზე, რაც არ მოსწონს. თუ გსურთ მოიგოთ დრო და მოაგვაროთ ურთიერთობა , ყურადღება გაამახვილეთ იმ ნიშნებზე, რომელსაც ის გაწვდით თავისი ქცევებით.

ამ კითხვას უსვამთ საკუთარ თავს, როცა ათვალიერებთ მეგობრების პროფილს ფეისბუქზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია დაოჯახებული არიან ან ეს-ესაა ქმნიან ოჯახებს. ამ კითხვას ხედავთ ნაცნობების და გარშემომყოფების თვალებში, შეიძლება ეს საკითხი დიდად არც გაღელვებთ, მაგრამ ზოგჯერ მაინც გიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არის თქვენი სტატუსი ჯერ კიდევ single ?

რა გვაბედნიერებს და გვაძლევს ჯანმრთელობას მთელი ცხოვრების მანძილზე? რაში უნდა ჩავდოთ ძალები და ენერგია, რომ ეს ინვესტიცია გამართლებული იყოს? მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, ისინი იკვლევდნენ იმ თაობის წარმომადგენელთა  მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებს, ვინც დაიბადა 1980-დან 2000 წლის ბოლომდე. მათმა 80% განაცხადა რომ, მთავარი მიზანია გამდიდრება. მეორე მიზნად კი მონაწილეთა უმეტესობამ დაასახელა სურვილი გახდნენ ცნობილი. დღევანდელი საზოგადოება მოგვიწოდებს ვიმუშაოთ თავდაუზოგავად რომ მივაღწიოთ დიდ შედეგებს. ადვილი საფიქრალია რომ სწორედ ეს ითვლება ბედნიერების და წარმატებული ცხოვრების გარანტად. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სურათი.

გრძნობების პიკზე ღალატი წარმოუდგენლად გვეჩვენება. მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები და სურვილები(ასევე ეჭვები) სულ უფრო და უფრო ხშირად მოგვდის თავში. ფსიქოთერაპევტები გვთავაზობენ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ ურთიერთობის გამყარებასა და ცდუნებების თავიდან აცილებაში.