ვარჯიში აჩერებს ტვინის დაბერებას

 40 წლიდან ადამიანის ორგანიზმი უფრო ნელი და მოუქნელი ხდება, მისი მოძრაობები შედარებით ნელდება და ეს აისახება ტვინის მუშაობაზე. სწორედ ამ საკითხზე და ტვინის დაბერების პროცესში ვარჯიშის მნიშვნელობაზე ჩატარდა კვლევები.  

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდა და 40 წელს გადაცილებულ ადამიანების ტვინის მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო.  გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, მოვლენების აღქმა, გაანალიზება და სხვა რთული პროცესები 40 წლის შემდეგ ასევე ნელდება.

ახალგაზრდებში  კოგნიტური ფუნქციები არის ბევრად უფრო ლოკალიზებული, სხვადასხვა პროცესებზე  ტვინის ქერქის სხვადასხვა უბნები აქტივდება, ხოლო  40 წელს ზევით ეს პროცესი ხდება უფრო გავრცობადი და ტვინიც მეტ ენერგიას საჭიროებს კოგნიტური ფუნქციების შესრულებისთვის. თუ ახალგაზრდებში ეს პროცესი მეტად ლოკალიზებული იყო ტვინის ერთ ჰემისფეროში,  40 წლის ზევით უკვე ორივე ჰემისფეროს ჩართულობა აღინიშნებოდა.  ეს მოვლენა სავარაუდოდ ასაკის მატებასთან ერთად ტვინის ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება.  მეცნიერებმა ამ მოვლენას „ჰაროლდი“ უწოდეს და ცდილობდნენ დაედგინათ ეს პროცესი ყველა შემთხვევაში ვითარდებოდა თუ დამოკიდებული იყო გარემო ფაქტორებზე და პრევენცირებადი იყო. 

სწორედ ამ საკითხზე ჩატარდა კვლევები იაპონიაში.  მეცნიერებმა  გამოიკვლიეს მამაკაცები რომლებიც ფიტნესით იყვნენ დაკავებულები , ახალგაზრდები და ის ადამიანები რომლებიც  40 წელს ზევით იყვნენ მაგრამ არ ვარჯიშობდნენ.

დადგინდა, რომ ე.წ. ჰაროლდ ეფექტი ვლინდებოდა  კომპლექსური ამოცანების დროს  40 წელს ზევით ადამიანებში, მაგრამ   იმ ადამიანებში, რომლებიც ვარჯიშობდნენ ეს ეფექტი არ ვლინდებოდა და ტვინის პროცესები ლოკალიზებული იყო.

შესაბამისად დადგინდა, რომ იმ ადამიანების ტვინი , რომლებიც ვარჯიშობენ მუშაობს, როგორც ახალგაზრდების.

ასევე ის ადამიანები რომლებიც ვარჯიშობდნენ უფრო სწრაფერბი და ზუსტები იყვნენ   ტვინის მუშაობის საკითხებში.

კონკრეტულად რა სახის ვარჯიშები აჩერებს  ტვინის სიბერეს დადგენილი არ არის, თუმცა კვლევებში იყო საშუალო ინტენსივობის აერობული ვარჯიშები: სიარული, სირბილი (ძუნძული) ცურვა და სხვა მსგავსი ფიზიკური აქტივობები.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3940 times