თავის მართლება, ანუ ის რაც თქვენ ოცნებებს გაშორებთ

  • არ ვარ საკმაოდ განათლებული – ალბათ გაიგებთ ადამიანებისგან, რომ აუცილებელია უნივერსიტეტის დამთავრება, მეორეს მხრივ იქნებ ე.წ.  ბრეინვოშინგია სწორედ   ფორმალურ განათლებაზე ამდენი აქცენტის გაკეთება?  ადამიანები ფიქრობენ რომ სხვები უფრო ჭკვიანები არიან, სხვები უფრო განათლებულები არიან, და თუ მართლა ასეა ესეიგი მაინც განწირულები არიან დამარცხებისთვის და მაშინ რატომ მონაწილეობენ ვირთხების რბოლაში? იქნებ ჯობია ირწმუნონ საკუთარი თავის და ეს იქნება შანსი მათი გამაჯვებისთვის. სინამდვილეში ყველა ადამიანი ძალიან ჭკვიანია რაღაცაში, უბრალოდ ეს რაღაცა არ აღმოუჩენია მას.
  • არ მაქვს საკმარისი გამოცდილება –  ეს წარმოადგენს დიპლომატიურ ნაგავს რომლითაც ადამიანები თავს იტყუებენ.   ნერვიულობენ გამოცდილებაზე,  აიძულებენ თავს არ იცხოვრონ ოცნებებისთვის, არამედ  ფიქრობენ, რომ საკმარისად კარგები არ არიან და ეს დახვეწის პროცესი უსასრულოდ შეიძლება გაიწელოს.  ადამიანები ზოგჯერ მინიმალურ ხელფასზე წლები მუშაობენ და იმასაც კი არ ფიქრობენ, რომ მაღალი ანაზღაურებისთვის არიან კარგები.  სინამდვილეში ჩვენ ყველას გვაქვს გამოცდილება – ცხოვრების გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ ნებისმიერ საქმეში რასაც ხელს მოვკიდებთ (რათქმაუნდა არის სპეციალობები, რომელთაც სპეციალური ცოდნა სჭირდება, მაგრამ ზოგადი პრინციპების გათვალისწინება მაინც შესაძლებელია ზოგადი ცოდნიდან).
  • მე ვარ ძალიან ახალგაზრდა, ან ძალიან ბებერი – ბებერი კარგი სიტყვააო ერთმა ჩემმა ახლო ადამიანმა მითხრა. რაღაც ჯიგრულიაო :D ხოდა ასეა.  რონალდ რეიგანი  69 წლის იყო როცა პრეზიდენტი გახდა.  ახალგაზრდობაზე საუბარიც კი არ არის როცა ვხედავთ ჩვენს რეალობაში  ცუკენბერგს , ბენ სილბერმანს,  ბობი მერფი, რობერტ პერა და სხვა მრავალი მილიარდელი, რომელთაც ეს მილიარსები  35 წლამდე იშოვეს.  ასე, რომ ასaკზე საუბარი სასაცილოა.  მხოლოდ საკუთარი წარუმატებლობის გამართლებაა.
  • არ მაქვს ჯანმრთელობა –  მაგ. ასთმიანი ადამიანი ამბობს, რომ წონაში ვერ იკლებს.   სინამდვილეში ასთმა არ აჩერებს მას , მას მხოლოდ საკუთარ თავში არსებული შეზღუდვების აჩერებს.    ჰელენ კელერი იყო მუნჯი და ყრუ – ცნობილი ამერიკელი ავტორი.  ფრანკლინ რუზველტს კი პოლიო ჰქონდა და წელს ქვევით სრული პარალიზი. ის იყო ამერიკის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დროს, და ამ პროცესებში დიდი როლი ითამაშა  და შენ რომელსაც მხედველობაც გაქვს და სმენაც და არც სავარძელს ხარ მიჯაჭვული ამბობ, რომ ჯანმრთელობა არ გაქვს?  თუ არ გინდა, რომ შენი ტვინი და გული რამეში ჩადო რათქმაუნდა მოძებნი მილიონ მიზეზს J
  • არ მაქვს საკმარისი დრო – ასეთ ადამიანებს, როგორც წესი უნდათ წარმატება, მაგრამ   ეს მათი პრიორიტეტი არ არის.  და თუ წარმატებისკენ სწრაფვა შენს ცხოვრებაში არ იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, მაშინ ისეთივე წარმატებული იქნებით რა პროცენტული პრიორიტეტიც აქვს თქვენს ჩამონათვალში.  ადამიანები ამბობენ, რომ არ იციან საიდან დაიწყონ,  გამოყავი დღეში ერთი საათი და წაიკითხე რამე, გაიგე, ცადე, დაიწყე და თუ ეს ერთი საათიც არ გაქვს ესეიგი ცხოვრება არ გაქვს, ვინაიდან წარმოუდგენელია ცხოვრობდე და არ გქონდეს ერთი საათი ყოველ დღე.  თუ დღეში ერთ საათს დაუთმობ შენს ოცნებებს  „პაზლი“ დაიწყებს თვითონ აწყობას.  ადამიანების დიდი ნაწილი კი ემზადება მზადებისთვის.   თუ  სამუდამოდ მოემზადები დასაწყებად, მიიღებ შედეგად სამუდამოდ მომზადებას დასაწყებად.
  • მხარს არავინ მიჭერს –  ადამიანები ხშირად იქცევიან ისე, თითქოს მათი წარმატება მათზე არ არის დამოკიდებული. აბრალებენ ყველას საკუთარი თავის გარდა.  მეუღლე არ უჭერთ მხარს,  შვილები, მეგობრები, მშობლები, ბოსი და ა.შ.   მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ყველა ადამიანი თავისი ოცნებისთვის ცხოვრობს და არა თქვენი ოცნებებისთვის.   და თუ თქვენი ოცნებები აუცილებლობით დაკავშირებულია თავიდავე სხვების მხარდაჭერასთან, მოძებნეთ შესაბამისი ადამიანები, ვინც მხარს დაგიჭერენ, ვინც თქვენს გვერდით იქნებიან, ვინც დაგეხმარებათ< ვისაც საერთო ინტერესები ექნებათ.   ეძებეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ საქმეში, რომელთათვისაც ისეთივე საჭირო იქნებით, როგორც ისინი არიან თქვენთვის.
  • არ მაქვს საკმარისი ოდენობით ფული – ყველაზე „საპატიო“ თავის სამართლებელი სიტყვა, რითიც გამოდიან ადამიანები, როცა ამბობენ რომ მათი ოცნებები ვერ შესრულდება.   სინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს ფული, ვისაც შრომა არ ეზარება.   იქნებ ფულის კი არა კრეატივიტის ნაკლებობაა.  ბიზნესმენების დიდი ნაწილი ვალით იწყებს ბიზნესს.   მაგრამ  სწორად შერჩეული და ეფექტურად შერჩეული საქმით ისინი აღწევენ წარმატებას.  ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს რესურსებთ თქვენი ოცნებისთვის ბრძოლაში დახარჯავთ. რასაც გააკეთებთ არ უნდა იყოს ნაძალადევი.  გახსოვდეთ: ფული მოდის მაშინ, როცა ტვინი და გონებაა ამისთვის მზად.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3624 times