როგორ ვუშველოთ ცხვირიდან ჩამონადენს გაციებისას

 

ზამთარში განსაკუთრებით შემაწუხებელია გაციება, გრიპი და მათი სიმპტომები. განსაკუთრებით ჩამონადენი ცხვირიდან. ცხვორის მოწმენდა რათქმაუნდა შველის, ოღონდ დროებით და თან საქართველოში ცხვირის მრავალჯერადი მოწმენდა მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება საზოგადოებაში.  ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს,  როცა ცხვირს უბერავ რეალურად ზიანდება ცხვირის სისხლძზარღვები,  ამ დროს ნაზალური ბაქტერიები, ვირუსები შეიძლება ყურებისკენ და სინუსებისკენ გადავიდნენ და ამან უფრო დაამძიმოს მდგომარეობა.

ცხვირიდან ჩამონადენი რეალურად არის  ანთებითი პროცესის ბრალი ხშირად ვირუსების მიერ გამოწვეული ალერგიული რეაქციის შედეგია, ზოგჯერ  ბაქტერიულია.

არსებობს სამი მარტივი საშუალება რითიც შეგიძლიათ უფრო მარტივად ისუნთქოდ და უფრო ადვილია, ვიდრე ცხვირის ხშირი  და უეფექტო მოწმენდა.

 

ცხვირის ორთქლით გახსნა

თბილი   ნესტიანი ჰაერი  თქვენს ცხვირს ტენიანობას უმატებს, აუმჯობესებს ცხვირში გამონადენის პასაჟს და ხსნის სასუნთქ გზებს.  განსაკუთრებით მაშინ არის ეფექტური თუ დახშული გაქვთ ცხვირი, ისე რომ ჰაერს ვერ უბერავთ გარეთ.   ძალიან მარტივია ორთქლით ცხვირის გაწმენდა, უბრალოდ აადუღეთ წყალი, და შემდეგ მის ორთქლს მიუშვირეთ ცხვირი :).  ორთქლის ინჰალაცია სასურველია  30  წუთამდე.

სწორი ნაზალური სპრეის შერჩევა -  სწრაფი მოქმედების სპრეები (ოქსიმეტაზოლინის) ავიწროებს სისხლძარღვეს, ამის ხარჯზე ხდება შეშუპების მოხსნა და ცხვირის პასაჟის აღდგენა, მაგრამ აქვს მიჩვევის საფრთხე.   თუ ხშირად ხმარობთ მას, მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, იმ პირობებში როცა მას აღარ გამოიყენებთ.  ამიტომ უფრო ეფექტურია თიამცინოლონის (სისტემური კორტიკოსტეროიდია) ან ფლუტიკაზონის გამიყენება ამ სპრეებს (ან წვეთებს) სჭირდებათ რამდენიმე დღე მოქმედებისთვის, თუმცა ჯამურად ეფექტი უკეთესი აქვს, ვიდრე სწრაფი მოქმედების ცხვირის წვეთებს.

ალერგიის საწინააღმდეგო წამლების მიღება - ასევე ეფექტურია. ძალიან მარტივია სუპრასტინი შეგიძლიათ მიიღოთ (ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იწვევს ძილიანობას) , ასევე ეფექტურია ცეტირიზინი, ლორატადინი, ფექსოფენადინი.  ანტიჰისტამინურების გამოყენება ამ დროს საკმაოდ ეფექტურია და კარგად მუშაობს.

ცხვირის გახსნისთვის იყენებენ შემდეგ დეკონგენსანტებს:

  • ალფა აგონისტები
  • ნორადრენალინი, ადრენალინი (ალფა ადრენერგული აგონისიტები)
  • ოქსიმეტაზოლინი -  ალფა  აგონისტი
  • ფენილეფრინი
  • ეფედრინი
  • სინეფრინი
  • ტრამაზოლინი

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 7665 times