როგორ "გავწმინდოთ" ღვიძლი ბუნებრივად.

ღვიძლი ადამიანში ის ორგანოა, რომელიც თავისთავზე იღებს ნებისმიერ ტოქსინს და არაჯანსაღ ნივთიერებას რითიც ადამიანი იკვებება, ღვიძლი ცდილობს გაწმინდოს  ორგანიზმი მავნე ნივთიერებისგან, ის ქმნის ნაღვლის მჟავებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მონელებაში და მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. ერთ-ერთი ყველაზე „დაჩაგრული“ ორგანო , რომელსაც ადამიანი არ უფრთხილდება, ის კი მუდმივად იბრძვის  ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორედ ღვიძლია. 

რას აკეთებს ღვიძლი?:

  • აწარმოებს ნაღვლის მჟავებს, რომელიც შლის ცხიმებს და მონაწილეოს საჭმლის მონელების პროცესში.
  • აწარმოებს ცილებს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს
  • ასინთეზირებს ქოლესტერინს და ცილებს, რომლებსაც ცხიმი გადააქვთ ორგანიზმში.
  • გლუკოზა გადაყავს გლიკოგენად (და ამ ფორმით ინახავს, როგორც დეპო).
  • არეგულირებს ამინო მჟავებს
  • მონაწილეობს ჰემოგლობინის პროცესინგში.
  • ამონიას გარდამქმნის ურეად (ვინაიდან ამონია/აზოტი წარმოადგენს საწამლავს)
  • ორგანიზმიდან განდევნის ტოქსინებს და წამლის ნარჩენებს.
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში.
  • ზოგი საკვები ღვიძლისთვის ძალიან სასარგებლოა, ახდენს მის გაწმენდას და აღდგენას. ჩვენ სწორედ ასეთ საკვებს გთავაზობთ.

    • ნიორი - ღვიძლის  ერთ-ერთი გამწმენდია, ასევე ააქტივებს ღვიძლის ფერმენტებს. მისი დიდი ოდენობით მიღება არ არის სასურველი , თუმცა ზომიერი მიღება ღვიძლისთვის მხოლოდ სასარგებლოა.
    • გრეიფრუტი - გაჯერებულია ც ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, ღვიძლისთვის ნამდვილად ერთ-ერთი ბუნებრივი გამწმენდია.
    • ჭარხალი და სტაფილო - ამ ორ ბოსტნეულს ერთად მოიხსენიებენ, მართლაც კომბინაციაში ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის.
    • მწვანე ჩაი - შეიცავს ანტიოქსიდანტებს და კათეტინებს, მისი მეშვეობით შეგიძლიათ გაწმინდოთ ღვიძლი ტოქსინებისგან.
    • ვაშლი - შეიცავს პექტინს, რომელიც ახდენს ორგანიზმის და მათ შორის ღვიძლის დეტოქსიკაციას.
    • ზეითუნის ზეთი - შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ასევე ანტიოქსიდანნტებს.
    • ლიმონი - ნახევარი ლიმნის წვენი წყალში გაზავებული დილით არის ძალიან სასარგებლო. ის ააქტივებს მთელს ორგანიზმს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს და ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 12271 times