იმ ადამიანების საინდუმლო, რომლებიც ავად არ ხდებიან

 ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალური იმუნიტეტით გამოირჩევიან, ისინი ავად არ ხდებიან, მაგრამ რა არის მათ ჯანმრთელობის საიდუმლო? სინამდვილეში არც ისე რთულადაა ყველაფერი:

  • კვლევებმა აჩვენა, რომ ვისაც 7 საათზე ნაკლები ძინავს დღის განმავლობაში უფრო მეტად ცივდება ვიდრე ის ადამიანები, ვისაც 7 საათი და მეტი ძინავს.

ძილი ერთგვარი ბუნებრივი აღდგენა და დაცვის საშუალებაა ორგანიზმისთვის. როცა ამ დაცვით საშუალებას ართმევთ იმუნიტეტიც სუსტდება და ტვინიც ბინძურდება ტოქსინებით, რომელიც ნორმაში ძილის დროს იწმინდება.

 

  • იცოდეთ რას ჭამთ - ზოგადად ე.წ. ჯანქ ფუდი გემრიელია და მიჩვევას და დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ  არ არის კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის.   ჯანსაღი საკვები კი  შეიძლება ერთი გასინჯვით ისეთი გემრიელი არ არის მაგრამ ჯამური სარგებელი თქვენს ორგანიზმზე მაღალი აქვს: იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან (მაგალითად ბოჭკოვანი საკვები) , გიძლიერებთ იმუნიტეტს ვიტამინების შემცველობის გამო (მაგალითად: კივი, ვაშლი, ლიმონი, ისპანახი) გიცავთ სიმსივნეებისგანაც კი, ანტი ოქსიდანტური თვისებების გამო (მაგალითად  პომიდორი, ბროწეული, კენკროვნები).
  • ხშირად დაიბანეთ ხელები - მარტივი მაგრამ გამოსადეგი წესია. ვინაიდან ვირუსების და ბაქტერიების დიდი ნაწილი ხელის დაუბანლობის გამო ხდება ჩვენს ორგანიზმში. ხელები უნდა დაიბანოთ:
  • სანამ საკვებს მოამზადებთ და შემდეგ.
  • ჭამის წინ.
  • დაწოლის წინ
  • დახველების ან დაცემინების შემდეგ.

საპნით ხელების რეგულარული დაბანა  20 წამის განმავლობაში  50% ით შეგიმცირებთ გრიპის და გაციების ალბათობას.

  • იყავი ბედნიერი - ერთ ერთი საუკეთესო გზა დაიცვა ორგანიზმი არის  იყო ბედნიერი და მხიარული . შეინარჩუნე სოციალური ურთიერთბები მიუხედავად იმისა რამდენად შორს იქნებიან შენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები.   სოციალური ურთიერთობები განტვირთვის და სტრესის მოხსნის კარგი საშუალებაა.
  • იყავი ფიზიკურად აქტიური - ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ორგანიზმისთვის. დაიცავს თქვენს გულს და დაგიცავთ ისეთი ინფექციებისგანაც კი, როგორიცაა გრიპი და გაციება.
  • იშრომე რაც შეიძლება ბევრი - ადამიანები, რომლებიც შრომობენ, მუდმივად დატვირთულები არიან (ფიზიკურად და გონებრივადაც) მუდმივად ავარჯიშებენ თავის სხეულს ყველანაირად ვარჯიში კი ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლოა.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3620 times