10 ქცევა რომელიც უნდა შეცვალოთ 40 წლამდე

თუ თქვენ  40 -ს უახლოვდებით  დაფიქრდით იმაზე, რომ დროა თქვენი ორგანიზმის განახლებაზე იზრუნოთ, ვინაიდან    ის ენერგია და ძალა, რომელიც  20-30 იან წლებში გქონდათ ნელ-ნელა იწყებს შემცირებას.  ამიტომ დროა თქვენს ყოველდღიურობაში რაღაცეები შეცვალოთ რათა ენერგიის დეფიციტი ვერ იგრძნოთ და იცოცხლოთ უფრო მეტ ხანს ვიდრე არსებული ცხოვრების რეჯიმით.

  • ტექნიკის მიმართ დამოკიდებულების შემცირება - ნაკლები ჯდომა და მეტი მოქმედება. კვლევებით დადგინდა , რომ იმ ადამიანებში ვინც მეტ ხანს ატარებს ტელევიზორთან მეტი შანსია შაქრიანი დიაბეტის განვითარების, ასე რომ  ეცადეთ მეტი იმოძრაოთ და ნაკლები დრო დაუთმოთ ტელევიზორს.
  • თუ ძილი შენი პრიორიტეტი არ არის - ადამიანს  მინიმუმ 7 საათ უნდა ეძინოს ღამეში. საშუალოდ კი  9  თუ თქვენს ორგანიზმს  5 საათი ძილი ყოფნიდა აქამდე ნელ-ნელა ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლებთ, ამიტომ  ძილს დაუთმეთ სათანადო დრო.
  • არ იკვებებით რეგულარულად - თუ აქამდე დღეში ერთხელ ჭამდით და კარგად იყავით ასე აღარ იქნება. რეგულარულად იკვებეთ დღეში 3-4 საათის შუალედებით, მცირე ულუფებით.
  • თუ ნატრიუმს დიდი ოდენობით იღებთ - ეცადეთ, რომ მარილის ოდენობა შეამციროთ.  დღიურად თქვენს მიერ მიღებული მარილი არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ ჩაის კოვზს.  წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკები.
  • თუ არ იღებდით რძის პროდუქტებს - უნდა მიიღოთ, ვინაიდან თქვენი ძვლები ნელ-ნელა იწყებს დასუსტებას, კალციუმი კი ძალიან სჭირდება ძვლების სიმაგრეს, მათ კი რძის პროდუქტები შეიცავს.
  • ვარჯიში - თუ აქამდე ვარჯიშის გარეშეც კარგად გრძნობდით თავს ახლა დროა ეს ქცევა შეცვალოთ. თქვენს ორგანიზმს ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობა ისე სჭირდება როგორც არასდროს.  ვარჯიში პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.  დღეში ეცადეთ ნახევარი საათი მაინც დაუთმოთ ვარჯიშს.
  • რეგულარული სექსი -  თუ აქამდე თქვენი სექსუალური ცხოვრება ბავშვების გამო ან სხვა მიზეზებით უკანა პლანზე იყო, ეცადეთ შეცვალოთ და გააქტიურდეთ, რადგან სექსი აუცილებელია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
  • მზეზე დამცავის გარეშე ყოფნა - რუჯი აბერებს კანს. განსაკუთრებით 40 -ის მერე, როცა კანის რეგენერაციული ფუნქციები და ჰიდრატაცია უფრო მცირდება, ამიტომ მოერიდეთ მზეს და მის მავნე ეფექტს კანზე.
  • ტკბილი სასმელები - ეცადეთ გადაეჩვიოთ შაქრიან სასმელებს, ვინაიდან აქამდე თუ თავისუფლად სვამდით, ახლა ყოველი დამატებითი შაქარი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
  • ფასთ ფუდი და ჯანქ ფუდი - თუ აქამდე მეგობრობდით კრეკერებთან, ჩიფსებთან, ფრი, ჰამბურგერებთან და ჩისბურგერთან ახლა უნდა იცოდეთ რომ მათი მიღება პირდაპირ აისახება თქვენი გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად. ამიტომ ეცადეთ  თქვენი რაციონი ჯანსაღი საკვებით შეავსოთ.  
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3091 times