9 წესი, რომლითაც წონაში კლება გაგიადვილდებათ

არსებობს მარტივი წესები, რომლითა გათვალისწინებითაც წონაში კლება გაგიადვილდებათ:

  • დილით აუცილებლად ისაუზმეთ - ექსპერტების რჩევით ორგანიზმს ნორმალური მეტაბოლიზმისთვის აუცილებლად სჭირდება ენერგია დილით. ამიტომ არ გამოტოვოთ საუზმე. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება თქვენი კუნთოვანი ქსოვილი და თან მეტაბოლიზმი არ შენელდება.
  • კალორიების უმეტესობას რაც უფრო ადრე მიიღებ მით უკეთესი. ამიტომ შედარებით დიდი კვებები ჯობია დღის პირველ ნახევარში გქონდეთ საღამოს კი მსუბუქად წაიხემსეთ.  
  • მიირთვით რეგულარულად, არ აშიმშილოთ ორგანიზმი რამდენიმე საათი. ჭამეთ რეგულარულად დღეში 3-4 ჯერ მცირე ულუფებით. შიმშილობის შედეგია შაქრის არასტაბილურობა, მომატებული მადა და სხვა პრობლემები, რომელსაც ხშირად უჩივიან ადამიანები ვინც დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამენ.
  • მიაქციე ყურადღება მნიშვნელოვან სიგნალებს : 1) მართლა მშიერი ხარ თუ  მოწყენილობისგან გინდა ჭამა და მერე  აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დანაყრების სიგნალს, მისი დადგომის შემდეგ ჭამას ნუ გააგრძელებთ.
  • მიიღეთ ის საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმით  და D ვიტამინით.  ეს დაგეხმარებათ ძვლების სიმყარის  და კბილების შენარჩუნებაში.  კალციუმით და D  ვიტამინით მდიდარი საკვებია:  ყველი, ხაჭო, მაწონი,   რძის სხვა პროდუქტები, ხორცი, თევზი.
  • ყველა ცხიმს არ მოერიდოთ - ერთადერთ ცხიმი, რომელსაც განსაზღვრულად შეგიძლიათ მოერიდოთ არის მარგარინი და ქათმის კანქვეშა ცხიმი. დანარჩენი ცხიმების მიღება ზომიერად შეგიძლიათ. მეტიც მცენარეული ცხიმები და თევზის ცხიმი სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
  • მიიღეთ ცილები - მისი წყაროა ხორცეული და ლობიო  - ეს აუცილებელია. შეგინარჩუნებთ კუნთოვან სისტემას, ძალას, ენერგიას და კარგია ნერვული სისტემისთვის.
  • მიიღეთ ბოჭკოვანი საკვები - 20 გრამი მაინც დღეში. ბოჭკოვანს შეიცავს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, ასევე ბურღულეული და დაცეხვილი ხორბლის ნაწარმი.  ბოჭკოვანის მიღება დაეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს და დაიცავს თქვენს ფილტვებს.
  • დალიეთ 12 ჭიქა წყალი დღეში -  ეს აუცილებელია ნორმალური მეტაბოლიზმისთვის და ჰიდრატაციისთვის. 
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4263 times