8  კვებითი ჩვევა, რომელიც ცუდია თქვენი წონისთვის.

 

ზოგჯერ სულაც არ არის აუცილებელია დიდი ძალისხმევა ნორმალური წონის შესანარჩუნებლად. გადახედეთ თქვენს ჩვევებს  და შეიძლება მარტივი მცირე ცვლილებებით მიიღოთ დიდი შედეგები.

  • დიდი თეფშით ჭამა - კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს უყვართ ბოლომდე ჭამა, ამიტომ რაც უფრო დიდი თეფშით მიაქვთ საკვები, მით უფრო მეტს ჭამენ. იგივეა დაპაკეტებულ  საკვებზეც . მაგ  ბატიბუტი  ჩვეულებრივი ზომის და  40 % ით დიდი. ადამიანები ორივეს ბოლომდე ჭამენ, მთავარია რომელს იყიდიან.  ამიტომ ეცადეთ ყოველთვის შედარებით პატარა თეფშით აირჩიოთ საკვები, სასუსნავიც  შეიძინეთ პატარა პაკეტებით.
  • ღამის ჭამა - ეს ცოტა საკამათო თემაა კვლევების ნაწილი ამტკიცებს, რომ ღამით ჭამა არასასურველია, ნაწილი კი მიუთითებს, რომ მთავარია რას ჭამ და არა როდის ჭამ. თუმცა მეორე კომპონენტიც რომ ჩავრთოთ, რომელსაც ლოგიკა ჰქვია, ლოგიკურია რომ ადამიანის ევოლუცია ღამით ჭამის მხარეს არ უნდა იდგეს. ამიტომ ეცადეთ  6 ის მერე სამზარეულოს და მაცივრის კარი ჩაკეტოთ. თუ მაინცდამაინც შიმშილმა შემოგიტიათ მოიცადეთ  10 წუთი, თუ ისევ გეშიებათ მიირთვით  1 ნაჭერი ყველი, ან ხილი.
  • დაუსრულებელი ჭამა - ცარიელი ნახშირწყლების მიღება, როგორიცაა სასუსნავი, ე.წ. ჯანქ ფუდი: კრეკერები, ტკბილეულობა, ტკბილი სასმელები, ორცხობილები, დონატები.   თუ მაინც ვერ ელევით სასუსნავს ჯობია ეს იყოს  ჯანსაღი სასუსნავი. მაგალითად ნიგოზი, ნუში, თხილი, მზესუმზირა.
  • საუზმის გამოტოვება - ისე არ გახვიდეთ სახლიდან თუ საუზმეს არ მიიღებთ.  ადამიანს ნორმალური  მეტაბოლიზმისთვის სჭირდება დილით ჭამა. 
  • ემოციური ჭამა - ბევრი ადამიანი ნერვიულობაზე ჭამს, ზოგიც პირიქით ნერვიულობაზე არა, მაგრამ რომ დამშვიდდება მერე ჭამს ბევრს. ეცადეთ ემოციებმა არ აკონტროლოს თქვენი კვებითი რეჟიმი, არამედ მხოლოდ შიმშილმა.  ნერვიულობის წინააღმდეგ კარგი საშუალებაა მეგობრების წრეში დროსი გატარება, კარგი ფილმის ყურება, გარეთ გასვლა სასეირნოდ.
  • ჩქარი ჭამა - განსაკუთრებით კაცებს ახასიათებთ და ძალიან ცუდი ჩვევაა, რაც უფრო ჩქარა ჭამ, მით უფრო მეტის ჭამას ასწრებს სანამ სიმაძღრეს იგრძნობ. ამიტომ ეცადეთ თქვენი კვების ტემპი ზომიერად ნელი იყოს.
  • არ გძინავთ საკმარისად - ტოკიოში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ  ადამიანებს, რომლებსაც  5 საათი ან უფრო ნაკლები ეძინათ, უფრო მიდრეკილნი იყვნენ წონაში მატებისკენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც დღეში 7 საათი ან მეტი ეძინა.
  • დიდხანს უყურებთ ტელევიზორს და თამაშობთ ვიდეო თამაშებს. არა მარტო დროს ხარჯავთ, არამედ ამთ მეტსაც , კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ტელევიზორს და თამაშებს, უფრო მიდრეკილნი არიან წონაში მატებისკენ.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 3710 times