დიაბეტის განვითარების მიზეზები

დიაბეტი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც გლუკოზის  მეტაბოლიზმი არის დარღვეული. ხასიათდება სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებით. არსებობს დიაბეტის ორი ტიპი: შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 1 და ტიპი 2 . უფრო გავრცელებულია მეორე ტიპი (ამ სტატიაში სწორედ მასზე ვისაუბრებთ). 

მიზეზები:  მეორე ტიპის დიაბეტი წარმოდგენს პოლიგენურ, მულტიფაქტორულ დაავადებას, რაც ნიშნავს რომ მის განვითარებაში მნიშვნელოვანია გენეტიკური დარღვევები, არა ერთი არამედ მრავალი გენის. მეორეს მხრივ მხოლოდ გენეტიკა არ განაპირობებს მის განვითარებას, არამედ გარემო ფაქტორები როგორიცაა: ცხოვრების უმოძრაო წესი, არაჯანსაღი კვება და მავნე ჩვევები ა.შ.  თუ ადამიანს მშობელი დიაბეტიანი ჰყავს მისთვის დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანისა ვისაც არ ჰყავს, ხოლო თუ ორივე მშობელი დიაბეტიანი ჰყავს ეს რისკი 40 % იანია.

 

დიაბეტის პათოფიზიოლოგია

შაქრიანი დიაბეტი ხასიათდება  ინსულინის სეკრეციის შემცირებით, ინსულინ რეზისტენტობით, ღვიძლისმიერი გლუკოზის სინთეზის გაზრდით და ცხიმების დარღვეული მეტაბოლიზმით. შაქრიანი დიაბეტის  80 % ზე მეტი ხასიათდება სიმსუქნით.  დიაბეტის ადრეულ სტადიებზე გლუკოზის ტოლერანტობა შეიძლება ნორმასთან ახლო ფარგლებში იყოს, თუმცა მოგვიანებით  პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულები ვეღარ ახდენენ სათანადო ოდენობით ინსულინის მაღალი დოზით შენარჩუნებას და დეკომპენსატორული ფაზა ვითარდება, როცა ინსულინის დონე ქვეითდება გლუკოზა კი იმატებს.

ღვიძლისმიერად იზრდება გლუკოზის სინთეზი და გლუკოზის მოხმარება კუნთების მიერ მცირდება. ეს ყველაფერი ინსულინ რეზისტენტობის შედეგია.

 

პრევენცია - საბედნიეროდ დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია  ცხოვრების სტილის ცვლილებით, დიეტით , წონაში კლებით და ვარჯიშით კვირაში 5 ჯერ  ნახევარ-ნახევარი საათით დიაბეტის განვითარებას ამცირებს  58 % ით. ხოლო მეთფორმინი  31 % ით ამცირებს დიაბეტის განვითარების შანსს.

იმ ადამიანებს , რომლებსაც აქვთ ძლიერი გენეტიკური განწყობა მეორე ტიპის დიაბეტის მიმართ  ექსპერტები მოუწოდებენ, რომ აუცილებლად შეინარჩუნონ სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში (მარტივად რომ ვთქვათ დაიკლონ წონაში) და შეინარჩუნონ ფიზიკური აქტივობა.

დიაბეტის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი თუ:

60 წელზე ნაკლები ასაკისაა

მისი სხეულის მასის ინდექსი  > 35 ზე. ანუ გარეგნულად  საგრძნობი ჭარბი წონა აქვს.

პირველი რიგის ნათესავი ჰყავს (ჰყავდა ) დიაბეტიანი.

ლიპიდური პროფილი დარღვეული აქვს.

ასეთმა ადამიანებმა ყოველ წელს რეგულარულად უნდა ჩაიტარონ სამედიცინო ანალიზები/ დაკვირვება შაქრიანი დიაბეტის კონტროლის მიზნით. 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3563 times