თირკმლის ანთების მკურნალობა

თირკმელების ინფექცია რეალურად საშარდე გზების ინფექციის ნაწილია, ვინაიდან ძალიან იშვიათა, რომ  აბსოლიტურად იზოლირებულად ცალკე განვითარდეს.   თავიდან ზიანდება საშარდე გზები, შემდეგ შარდის ბუშტი, შემდეგ შარდსაწვეთი და ბოლოს თირკმელები, თუ ამ დროს მაინც არ მიექცა სათანადო ყურადღება შეიძლება თირკმლის სერიოზული და შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.  თირკმლის ინფექციას სამედიცინო ენაზე პიელონეფრიტს უწოდებენ. პიელონეფრიტის ხშირი მიზეზია ბაქტერია ეშერიხია კოლი. 

 

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქალები და ბავშვები, ვინაიდან მათ შარდსადენი შედარებით მოკლე აქვთ და აღმავალი ინფექციების განვითარების შანსი შედარებით მაღალია.  შესაბამისად პიელონეფრიტიც უფრო ხშირი ქალებშია. 

თირკმელების ინფექციის განვითარების რისკ ფაქტორებია:

  • დასუსტებული იმუნური სისტემა მაგ. დიაბეტის დროს.
  • პროსტატიტი.
  • სქესი - ქალი (განსაკუთრებით სქესობრივად აქტიურ ქალებში უფრო ხშირია).
  • ორსულობა
  • საშარდე გზებში არსებული კენჭები, ან თანდაყოლილი დარღვევები.

პიელონეფრიტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ძალიან მალე რამდენიმე საათშიც კი:

სიმპტომებს წარმოადგენს:

  • ცხელება - ტემპერატურა 38 გრადუსი ცელსიუსით და მეტი
  • გულისრევა, ღებინება და დიარეა
  • მადის დაკარგვა და სისუსტე
  • საზარდულის მიდამოში ტკივილი
  • წელის მიდამოში ტკივილი.
  • ხშირი შარდვა და წვის შეგრძნება შარდვის დროს.
  • სისხლი შარდში და შარდის ამღვრევა.

ახლა რა შეგიძლიათ სახლის პირობებში, იმისთვის, რომ  თავიდან აიცილოთ პიელონეფრიტის განვითარება.

  • ვაშლის ძმარი და თაფლი - 1 კოვზი ძმარი და  2 კოვზი (იგულისხმება სუფრის კოვზი) თაფლი აურიეთ ერთმანეთში.  ეს ნაერთი საკმაოდ ძლიერი ანტი მიკრობული თვისებების მქონეა და დაიცავს თქვენს თირკმელებს.
  • მცენარეული ჩაი - გვირილის ჩაი, კამის ჩაი დღეში ორჯერ  ეხმარება თირკმელებს ინფექციებისგან გაწმენდაში.
  • ალოე ვერას წვენი - აქვს ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება, შეგიძლიათ დალიოთ ალოე ვერას წვენი ორი ჭიქა დღის განმავლობაში.
  • სოდა გახსნილი წყალში - ქმნის შარდის ტუტე რეაქციას, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. 1 ჩაის კოვზი სოდა შეგიძლიათ გახსნათ  ერთ ჭიქა წყალში და დალიოთ.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 40291 times