ანტიპერსპერანტების გავლენა კანზე

ანტიპერსპერანტები ცვლიან კანზე მიკრობიოზს. იმ ბაქტერიების პროპორციებს რაც ბუნებრივად ადამიანს აქვს. ამ ეტაპზე მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ეს მოვლენა უარყოფითად აისახება თუ არა კანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა , რომლის მონაწილეებიც გაიყვნენ სამ ნაწილად.  1)   ყოველ დღე იყენებდნენ ანტიპერსპერანტებს (რომლებიც ამცირებენ ოფლიანობას).  2)   მეორე ჯგუფი იყენებდა დეოდორანტებს (რომლებიც კლავენ ბაქტერიებს და ამით აქრობენ სუნს). 3) არაფერს არ იყენებდნენ. 

 

კვლევებით დადგინდა, რომ იმ ადამიანებს ანტიპერსპერანტების   გამყენება ამცირებდა ბაქტერიების რაოდენობას კანზე, მაგრამ  დეოდორანტის რეგულარული გამოყენება  უფრო ხელმისაწვდომს ხდის კანს არასასურველი ბაქტერიებისთვის. 

საბოლოოდ გამოიკვეთა ასეთი სურათი. ანტიპერსპერანტი ამცირებს ბაქტერიების ზრდას კანზე, ხოლო დეოდორანტი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირიქით ზრდის. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ადამიანები ვინც ანტიპერსპერანტებს და დეოდორანტებს იყენებდნენ  უფრო ადვილად ხდებოდნენ ხელმისაწვდომი მავნე ბაქტერიებისთვის.  მაგალითად. იმ ადამიანებში ვინც იყენებდნენ ანტიპერსპერანტებს სტაფილოკოკების ოდენობა პროცენტულად  60 % იყო, ხოლო კორინობაქტერიის  15 % . იმ ადამიანებში კი  ვინც საერთოდ არ იყენებდა არც დეოდორანტს და არც ანტიპერსპირანტს  პროპორციულობა ზუსტად პირიქით იყო. უმრავლესობა იყოს კორინობაქტერია, ხოლო უმცირესობა სტაფილოკოკები. მოგეხსენებათ, რომ სტაფილოკოკები მაღალი პათოგნომურობის მქონე ბაქტერიები არიან.  კორინობაქტერია ის ბაქტერიაა, რომელიც  ოფლის სუნს განაპირობებს, მაგრამ ამავდროულად იცავს კანს მავნე ბაქტერიებით ინფიცირებისგან.   

საბოლოო დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ შეჯერებული აზრი არ არსებობს იმის შესახებ ანტიპერსპერანტები და დეოდორანტები სასარგებლოა ტუ საზიანო, თუმცა  სავარაუდოა, რომ მათ მავნე გავლენა აქვთ კანის  ბუნებრივ ბაქტერიულ ფლორაზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3416 times