რა უნდა ვიცოდეთ აკუპუნქტურაზე

აკუპუნქტურა წარმოადგენს ჩინური მედიცინის ნაწილს. მისი მთავარი აზრია  ნემსების ჩხვლეტა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში  ტკივილის მოხსნის მიზნით. მაგრამ სხვა დანიშნულებითაც იყენებენ.  ამერიკაში 3 მილიონი ადამიანი მიმართავს აკუპუნქტურას ყოველწლიურად, ხოლო  ევროპის ქვეყნებში მაგ. საფრანგეთში გაცილებით მეტი. 

აკუპუნქტურის მოქმედების მექანიზმი ასეთია: ნემსებით იჩხვლიტება სპეციფიური უბნები, ჩხვლეტა იწვევს ენდორფინების გამომუშავებას (ბუნებრივი ტკივილ გამაყუჩებლებია) და სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევა ძლიერდება ტვინში.

აკუპუნქტურის ნემსები იმდენად წვრილია, რომ მისი გამოყენებისას ადამიანები ტკივილს თითქმის ვერ გრძნობენ.  ხშირად აღნიშნავენ  რომ მოდუნებულები არიან ან  ენერგიას გრძნობენ  მკურნალობის შემდეგ.

როდესაც წელის ტკივილს კონვენციური თერაპია ვერ შველის, მიმართავენ აკუპუნქტურას, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. კვლევებიც მიუთითებს რომ აკუპუნქტურა მართლაც უყუჩებს ადამიანებს წელის ტკივილს, მაშინ როცა წამლები ვერ შველით.

აკუპუნქტურით ასევე მკურნალობენ შაკიკს, დაძაბის თავის ტკივილს და სხვა ტკივილებს.

აკუპუნქტურას იყენებენ: ფიბრომიალგიის დროს, ართრიტების დროს, კარპალ ტუნელის სინდრომის დროს,  კბილის ტკივილის დროსაც კი.  აკუპუნქტურა გამოიყენება სხვა ტკივილების მოხსნის დროსაც.  ზოგ შემთხვევაში იყენებენ სიმსივნიან პაციენტებში გულისრევის და ღებინების მოსახსნელად.

აკუპუნქტურის გამოოყენების კარგი საშუალებაა, როგორც დამხმარე საშუალების მკურნალობის პარარელურად ან  მაშინ როცა კოვენციური თერაპია უძლურია და სხვა გზა არ არის.

აუკუპუნქტურას მნიშვნელოვანი გართულებები არ ახასიათებს, თუ ამ საქმეში გაწაფული პიროვნება ასრულებს. იშვიათ გართულებებს მიეკუთვნება ჩხვლეტა ფილტვის ქსოვილში ან  ნაღვლის ბუშტში (ხდება მაშინ, როცა ჩხვლეტა ხდება ძალიან ღრმად), ან თუ  ნემსები გასტერილებული არ არის ინფექციების რისკი არსებობს.

თუ ადამიანებს აქვთ სისხლის შედედების და სისხლდენის პრობლემები აკუპუნქტურა მათთვის რეკომენდირებული არ არის.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4313 times