საშარდე გზების ინფექცია და მისი მკურნალობა

 

 

საშარდე გზების სხვადასხვა ნაწილში შეიძლება განვითარდეს ინფექცია. თუ ეს ქვედა საშარდე გზებს ეხება მას შარდის ბუშტის ანთებას, ანუ ცისტიტს უწოდებენ თუ ზედა საშარდე გზებს და თირკმელებს ეხება მაშინ პიელონეფრიტს.

საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები , რომელითაც ადვილად შეგიძლიათ იცნოთ ის არის:

  • ტკივილი შარდვის დროს.
  • ხშირი შარდვა
  • მოშარდვის სურვილი მიუხედავად იმისა , რომ შარდის ბუშტი ცარიელია.
  • შარდი შეიძლება იყოს სისხლიანი.
  • შარდი შეიძლება იყოს ჩირქიანიც.

თირკმელების ინფექციის სიმპტომებია:

  • მუცლის ძლიერი ტკივილი
  • ცხელება
  • და ამას დამატებული ქვედა საშარდე გზების ინფექციის ნიშები (რაც ზევით არის აღწერილი.)

ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერია ეშერიხია კოლი, თუმცა შეიძლება სხვა პათოგენებმაც გამოიწვიონ. მათ შორის სოკოებმა და სხვა ბაქტერიებმა.

საშარდე გზების ინფექციის რისკ ფაქტორებია:

  • მდედრობითი სქესი
  • სქესობრივი აქტი (თუმცა საშარდე გზების ინფექციები სქესობრივად გადამდებ ინფექციებს არ მიეკუთვნება).
  • ოჯახური ანამნეზი

ახალგაზრდა ასაკში დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომებით ისმევა.

 

მკურნალობას წარმოადგენს ანტიბიოტიკები:

  • ნიტროფურანტოინი
  • ტრიმეტოპრიმ/სულფაეტოქსაზოლი.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა მკურნალობის დაწყებიდან ორ დღეში აუცილებელია დამატებითი ლაბორატორიული კვლევები.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 20524 times