15 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ეს ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს ცხოვრებაში.

1) როცა რამდენიმე ადამიანი იცინის ჯგუფში, ყველა ინსტინქტურად უყურებს იმას, ვინც მეტად მოსწონს. ან იმას, ვინც უნდა რომ გახდეს მისი ახლობელი.

 

2) თუ ნერვიულობთ, და გაქვთ საპასუხისმგებლო საქმე დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ასე შეძლებთ დამშვიდდეთ, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ღეჭვა(საჭმლის მიღება) ასოცირდება უსაფრთხოებასთან.

3) თუ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება ამითი უფრო მეტად გააბრაზოთ მოსაუბრე, მაგრამ ამის შემდეგ ის დამშვიდდება და შერცხვება თავისი საქციელის გამო.

4) თუ პასუხი რომელიც გაგცეს არ გაკმაყოფილებთ ან გრძნობთ, რომ ის არასრულია არ კითხოთ ხელახლა. უბრალოდ ყურადღებით ჩახედეთ ადამიანს თვალებში, მაშინ ის იძულებული იქნება განაგრძოს საუბარი.

5) აღმოჩნდა რომ მიმიკაზე მხოლოდ ემოციები არ მოქმედებს, პირიქითაცაა ხშირად მიმიკა მოქმედებს ემოციებზე. ასე რომ თუ გინდათ თავი უკეთ იგრძნოთ, გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართოთ, შედეგად გაგეღიმებათ სრულიად გულწრფელად.

6) სადაც ეს შესაძლებელია, ეცადეთ არ დაიწყოთ წინადადება სიტყვებით „მე ვფიქრობ“ და „მე მგონია“. ეს თავისთავად იგულისხმება თქვენს საუბარში, მაგრამ ზოგჯერ გამოხატავს არასაჭირო საკუთარ თავში დაურწმუნებლობას.

7) მნიშვნელოვანი საუბრის(გასაუბრების) წინ წარმოიდგინეთ, რომ მოსაუბრე თქვენი დიდი ხნის მეგობარია. ასე უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს და ნაკლებს ინერვიულებთ.

8) თუ ისწავლით გამოხატოთ ცოტათი მეტი სიხარული ვინმესთან შეხვედრის გამო, დროთა განმავლობაში გულწრფელად გაგახარებთ ამ ადამიანთან შეხვედრა.

9) თუ აქამდე უარი გითხრეს რაღაც დიდზე, გაცილებით მარტივად გეტყვიან უარს რაღაც პატარაზე ამის შემდეგ.

10) სტრესის ფიზიოლოგიური გამოვლინება ბევრად გავს სიხარულით გამოწვეულ აღგზნებას: მძიმე სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და ა.შ თუ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ სტრესულ სიტუაციას როგორც გამოწვევას, სტრესის ნეგატიური ეფექტი შემცირდება.

11) ხშირად ადამიანები ვერ არჩევენ საკუთარი თავის რწმენას იმაში, ერკვევა თუ არა ადამიანი რამეში რეალურად. თუ თქვენ მთელი თქვენი არსებით აჩვენებთ, რომ დარწმუნებული ხართ თქვენს ქცევებში, ადამიანებს მიიზიდავთ.
12) თუ ბევრი მუშაობა გიწევთ ხალხთან, დადგით თქვენს უკან სარკე. ბევრი მომხმარებელი მოიქცევა გაცილებით ზრდილობიანად რადგან არავის არ უნდა დაინახოს თავისი თავი ბრაზიანი და გაღიზიანებული.

13) თუ ელით კრიტიკას ადამიანისგან დაჯექით მის გვერდით. ამ შემთხვევაში ის, შერბილდება და ვერ გაგაკრიტიკებთ ისე ძალიან, როგორც შეიძლება ექნა ეს თქვენგან უფრო შორს რომ ყოფილიყო.

14) პირველი პაემანი ჯობია გქონდეთ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებთ მეტი დადებითი ემოციების მიღებას. შედეგად სასიამოვნო შთაბეჭდილებები ასოცირდება თქვენთან.

15) ეცადეთ ადამიანის გაცნობისას შეამჩნიოთ მისი თვალის ფერი, მხედველობითი კონტაქტი ზრდის ორმხრივი სიმპათიის შესაძლებლობას.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 13567 times