სინუსიტი გავრცელებული მდგომარეობაა და ყოველ წელს თითქმის ყოველ მესამე ადამიანს ემართება გაციების ან გრიპის დროს. სინუსიტი წარმოადგენს  ცხვირის მიმდებარე სინუსების (ღრუების) ანთებას.

სინუსიტი საკმაოდ  მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ზამთარში და ალერგიული სეზონების დროს. ცხვირში და მასთან დაკავშირებულ სინუსებში ვითარდება ანთებით შეშუპება  და სითხის დაგროვება რაც იწვევს  ცხვირში გაჭედვის ძლიერ შეგრძნებას და საკმაოდ შემაწუხებელია.

სამედიცინო ლიტერატურაში ამ მდგომარეობას სინუსიტი ან რინოსინუსიტი ჰქვია. 

მის სიმპტომებს წარმოადგენს:

  • ლორწოვანი სქელი გამონადენი ცხვირიდან
  • ცხვირის დახშობა
  • შეიძლება ზოგ შემთხვევაში ახასიათებდეს ცხელება თავის ტკივილი
  • ყნოსვის დაქვეითება
  • ყელის ტკივილი.

სინუსიტი ძლიერდება ღამე.  გართულებები იშვიათად ახასიათებს.

თუ სინუსიტი  12  კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში გრძელდება მას  ქრონიკულ სინუსიტს უწოდებენ.  საშუალოდ კი  4 კვირაში  განიკურნება თავისით.

სინუსიტის მიზეზი შეიძლება იყოს: ალერგია, ინფექცია, ჰაერის დაბინძურება, სტრუქტურული პრობლემები.

სინუსიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ვირუსული ინფექცია.

სინუსიტის პრევენციას წარმოადგენს:

  • ხელების ხშირი დაბანა
  • იმუნიზაცია გრიპის ვირუსზე
  • მოწევის შეწყვეტა

სიმპტომების კონტროლისთვის იყენებენ ტკივილ გამაყუჩებლებს: მაგ. ნაპროქსენი, ნაზალური სტეროიდები, ცხვირის ირიგაცია (გამორეცხვა)

თუ რინოსინუსიტი ბაქტერიული ხასიათის არის სჭირდება ანტიბიოტიკები. 

 უმეტესად იყენებენ ამოქსაცილინს ან ამოქსაცილინ /კლავულანატს. 

ქრონიკული მდგომარეობების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.