წარსულში ცნობილი იყო, რომ ტვინის დაზიანების შემთხვევაში დეპრესიის განვითარების შანსი უფრო მაღალი იყო,  ახალი კვლევებით კი დადგინდა, რომ არის პირიქითაც. დეპრესიები იწვევენ ტვინის დაზიანებას, განსაკუთრებით, რაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერი დეპრესიაა, მით მეტად ზიანდება ტვინი, რომელიც თავის მხრივ დეპრესიის ალბათობას ზრდის და ასე იკვერება მანკიერი წრე.

ტვინში არსებობს  ასეთი  ორგანო ჰიპოკამპი, რომელიც პასუხისმგებელია   სივრცულ ნავიგაციაზე, ახლა მახსოვრობასა და გრძელვადიან მახსოვრობაზე.  ჰიპოკამპი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ემოციების შექმნისთვის, ემოციები და მეხსიერება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.