ვიქტორია საკრეტს კონკურენტი გამოუჩნდა რომელიც უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებს

Aerie ამერიკული ბრენდია, რომელმაც დაიპყრო ქალთა გულები. ის აწარმოებს თეთრეულს, რომელიც მიახლოებულია მყიდველთა ბუნებრივ ზომებთან. თავისი რეკლამისთვის კომპანიამ უარი თქვა ფოტოშოპის გამოყენებაზე, მან კურსი ბუნებრივობისკენ აიღო და ამით მხოლოდ მოგებული დარჩა, მოცემულ მომენტში კომპანია დიდი სისწრაფით იზრდება და ხდება ვიქტორია სეკრეტის სერიოზული კონკურენტი.



„ეირიმ“ რეკლამისთვის აირჩია მოდელი ისკრა ლოურენსი, რომელიც წარსულში არ აიყვანეს სამოდელო სააგენტოში , რადგან სტანდარტებს არ შეესაბამებოდა მისი პარამეტრები. სილამაზე და პლიუს-საიზი ანიჭებს ამ გოგონას ინდივიდუალობას.

კომპანიის პრეზიდენტი ჯენიფერ ფოილი თვლის, რომ არ არის აუცილებელი სილამაზის დაფოტოშოფება. ნებისმიერი ფორმის და ასაკის ქალებს უნდა მიეცეთ საშუალება აღმოაჩინონ თავისთვის საოცარი სტილი, რომელიც უხდება სწორედ მათ.

„ეირი“ სთავაზობს ქალებს იყვნენ დარწმუნებული საკუთარ თავში და თავის მიმზიდველობაში მიუხედავად იმისა როგორი სხეული აქვთ. ჯენიფერ ფოლი თვლის, რომ ეს იდეა უნდა გავრცელდეს ყველგან: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდეს ჩვენს თეთრეულში“.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3650 times