შოკოლადის ტორტი

გთავაზობთ უგემრიელესი შოკოლადის ტორტის რეცეპტს...
ინგრედიენტები:

ბისკვიტი:
ფქვილი 1,5ჭ
შაქარი 1,5ჭ
კარაქი 50გრ
მაწონი 350გრ
კაკაო 3-4ს/კ
კვერცხი 3ც
ვანილი 1პაკეტი
1ჩ/კ სოდა + ძმარი



კრემი:
არაჟანი 500გრ
შაქრის პუდრი 200-250გრ

მომზადება:
ავთქვიფოთ 3ც კვერცხი ჰაეროვანი მასის მიღებამდე, ნელ-ნელა შევათქვიფოთ მთლიანი შაქარი.
დავამატოთ კაკაო.
დავამატოთ მაწონი, ავთქვიფოთ.
დავამატოთ გამდნარი კარაქი, ავთქვიფოთ.(კარაქი არ უნდა იყოს ცხელი, თბილი შეიძლება)
დავამატოთ ცოტა ფქვილი, სოდას დავასხათ ძმარი, კარგად გავხსნათ და დავამატოთ ცომს.
ნელ-ნელა შევათქვიფოთ მთელი ფქვილი.
უნდა მივიღოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი.
ცომს ვანაწილებთ აუცილებლად ორად და ვაცხობთ ორ საცხობ ფორმაში. თუ ერთში ჩაასხავთ არ აფუვდება.
ვაცხობთ 180გრადუსზე, სახლში გემრიელი სუნის დატრიალებამდე. შეამოწმეთ მზაობა ხის ჩხირით.

სანამ ბისკვიტები ცხვება ვამზადებთ კრემს:
არაჟანს ვიღებთ მაქსიმალურად მაღალ პროცენტიანს, სხვა შემთხვევაში ძალიან თხელი გამოვა კრემი.
გავთქვიფოთ არაჟანი და ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქრის პუდრი, თავიდან ცოტა გათხელდება კრემი მერე კი თქვეფაში ისევ გასქელდება. ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში. (შაქრითაც შეგიძლიათ მაგრამ, შაქარი შეიძლება კარგად ვერ გაიხსნას და კრემი იქნება ხრაშუნა რაც უსიამოვნოა) .

ბისკვიტს მოვაჭრათ კიდეები და თავი თხლად თუ არასწორად ამოვიდა. გავჭრათ შუაზე. თითო ბისკვიტს ვჭრით ორ ფენად. თბილ ფენებს წაუსვით 2ს/კ კრემი ყველას, რომ კარგად გაუჯდეს. თითქმის სულ შეიწოვს ამ კრემს.
რომ გაცივდება ბისკვიტები შემდეგ მთლიანად დაკრემეთ. ბისკვიტის ნარჩენები დააბლენდერეთ და მოაყარეთ ტორტს, შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით ან მოხალული ნიგვზით...

გემრიელად მიირთვით...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2768 times